ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფო კილაძე: “ლგბტ თემის უფლებების დამცველთა გამოსვლა უფრო მართულ პროცესს გავს”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ კომიტეტიდან არავინ არავის არ ჩაგრავს და არც ჰომოფობიური განცხადებები გაკეთებულა.

“უფრო ჰგავს მართულ პროცესს. ასე ჩანს იმიტომ, რომ არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა. ზოგადად, უფლებების თემასთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. გასაგებია, რომ ჩვენ ვართ ის კომიტეტი, რომელმაც თითოეული ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ ასეთი ფორმით ასეთი მიუღებელი ფორმით გამოხატვა…

არავინ ჩვენი კომიტეტიდან არ ჩაგრავს და არც არავითარი ისეთი განცხადება არ გაკეთებულა, ჰგავს ალბათ, მართულ პროცესს იმიტომ, რომ სხვა საფუძველს ვერ ვხედავ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

„თანასწორობის მოძრაობის წევრები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და პროტესტი გამოხატეს და კილაძის გადადგომა მოითხოვეს.

იტვირთბა....