aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თქვენ ხართ მდედრი, ჰეტეროსექსუალი, სულით ხორცამდე, მეზიზღებით” (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომა მოითხოვეს.

“ვერ გაიგებთ, რად მიჯდება აქ დგომა, რადგან პრობლემები შემექმნება ამის შემდეგ. თქვენ ხართ მდედრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რადგან ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე, მეზიზღებით”, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა კომიტეტის სხდომაზე.

უფლებადამცველები მიმართავდნენ სოფო კილაძეს “საკმარისია თამადობა, აკეთოს საქმე ლგბტ თემის უფლებების დასაცავად”.

ხმაურის გამო კომიტეტის სხდომა დროებით შეჩერებულია.

არანაირი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი. ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი დაცულია კანონით, კონსტიტუციით და ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი. არანაირი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა და ეს შემიძლია ვთქვა. დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება და აქიდან გამომდინარე, ყველაფერი მიდის კანონის და წესის ფარგლებში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადაყენება მოითხოვეს. ადგილი ჰქონდა კვერცხების სროლასაც.

'თქვენ ხართ მდედრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, მეზიზღებით!' – ხმაური კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)

'თქვენ ხართ მდედრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, მეზიზღებით!' – ხმაური კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)

Gepostet von EURUS am Dienstag, 1. Mai 2018

eurus.ge

იტვირთბა....