ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

კვერცხები დაუშინეს: “თანასწორობის მოძრაობამ” პარლამენტში აქცია თანასწორობის მოთხოვნით გამართა (ვიდეო)

“თანასწორობის მოძრაობის” წევრები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ, სადაც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად ბანერები გაშალეს. მათ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს ჰკითხეს, რატომ არ აპირებს კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს.

სანამ “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტში შევიდოდა, მათ დღეს, 1 მაისს, დილით, პარლამენტის შესასვლელთან კილაძის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

 

Gepostet von netgazeti.ge am Dienstag, 1. Mai 2018

netgazeti.ge

იტვირთბა....