ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ბათუმში  6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ადგილობრივებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს, არასრულწლოვანი უკვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი დახვდათ.

თვითმხილველების თქმით, დაზარალებული კლინიკაში მძღოლმა გადაიყვანა, რომელიც ავარიის დროს თავად მართავდა ავტომობილს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს

 

იტვირთბა....