ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

პომპეო: “ირანმა ატომური პროგრამის არქივი მსოფლიოს დაუმალა”

ისრაელის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ წარმოდგენილი საიდუმლო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ირანი იტყუება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

მისივე თქმით, ისრაელის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ 2015 წელს ირანთან გაფორმებული შეთანხმება კეთილსინდისიერი არ ყოფილა.

„ისრაელის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ირანის რეჟიმის სიმართლეს არ ამბობდა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისრაელის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ავთენტურია. ირანმა დაუმალა ატომური პროგრამის არქივი მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ – განაცხადა პომპეომ.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ირანი „საიდუმლო ბირთვული პროგრამის წარმოებაში“ დაადანაშაულა.

ჯერ უცნობია როდის დატოვებს შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ შეთანხმებას, თუმცა მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგშია.

შეგახსენებთ, რომ ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა.

იტვირთბა....