სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, ნიკოლ ფაშინიანმა განცხადა, რომ რუსეთი და სომხეთი დარჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად.
„ჩვენ რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ მივიჩნევთ, ჩვენი მოძრაობა ამას საფრთხეს არ უქმნის. ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სომხეთი დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა ფრაქცია „იელქმა“ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა.
პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ერთადერთი პრეტენდენტი ნიკოლ ფაშინიანია. მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა. პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის ფაშინიანმა 105-ადგილიან პარლამენტში 53 ხმა უნდა მიიღოს.