„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღეს გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება ვინ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. ყრილობამდე პოლიტიკური საბჭოს რეორგანიზაცია უკვე გადაწყვეტილია. პარტიის მოქმედი გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს რეორგანიზაციის მიზეზი გუნდში არსებული განხეთქილება არ არის.
რაც შეეხება პარტიის გენერალური მდივნის საკითხს, კალაძე წინასწარ არ საუბრობს დარჩება თუ არა ამ თანამდებობაზე.
„პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა. რაც შეეხება შემადგენლობას, დღეს არის პოლიტსაბჭოს შეკრება. თუ რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი პოლიტსაბჭო დღეს გაიგებთ. 11 მაისს არის ყრილობა“ -აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოში ცვლილებების გარდაუვალობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტსაბჭოში მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც გადაინაცვლონ.