ჯანაცვის სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.
უწყებაში აცხადებენ, რომ სოფრომაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.
ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე – მიხეილ დუნდუა იქნება. იგი ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა.
ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.