ჭიათურაში ტრაილერისა და სამარშუტო ტაქსის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
იტვირთბა....