ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვეს მიტჩელი – რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად გმობს რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციას. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოა! ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ვეს მიტჩელმა.

იტვირთბა....