ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი (მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზი)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს და 1 – 2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 1 – 2 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი, 1 მაისს გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 1 – 2 მაისს +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, დღისით კი 1 – 2 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს და 1 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი, 2 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

იტვირთბა....