“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 12% – უარყოფითად.
NDI-ის მიერ თბილისში გამოკითხულთა 31% თბილისის მერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, ხოლო 4%-მა აღნიშნული არ იცის.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.