საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729.6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 5 471 კაცი შეადგინა.
მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 58.3 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია.
წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0.3 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 1 791.6 ათასი კაცი, ხოლო ქალების წილი 0.1 პროცენტით შემცირდა და შეადგინა 1 938.1 ათასი კაცი. საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
2018 წელს, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი მამაკაცებისთვის 35 წელი, ხოლო ქალებისთვის 40 წელია.