ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა სარალიძე: „საქმეს ისე ხლართავენ, როგორც თვითონ უნდათ”

„ექსპერტს, რომელიც დაიკითხა, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ექსპერტის დასკვნა ისე მოაწერა ხელი“, – გაანცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

მისი განცხადებით, ექსპერტმა თვიდან აიცილა პასუხიმგებლობა, რომ დაედგინა, რომელ ჭრილობაზე რომელი იარაღი იყო გამოყენებული.

„ექსპერტმა სასამართლოს ბოდიში მოუხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მექანიკური შეცდომა იყო დასკვნაში დაწერილი. ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ჭრილობა, მათ შორის ის 11-ე ჭრილობა, რომელიც ჩემი შვილის სხეულზე იყო მიყენებული. დასკვნის თანახმად, ამ ჭრილობებზე გამორიცხავს ექსპერტი კონკრეტული დანით მოქმედებას. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მეთერთმეტეს ნაცვლად მე-13 უნდა დაეწერა. მექანიკური შეცდომაა, საგანგაშო არაფერი, მაგრამ ექსპერტს, რომელიც დაიკითხა, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ექსპერტის დასკვნა ისე მოაწერა ხელი. გუშინ ორი ექსპერტი დაიკითხა, ერთი რომელმაც ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის ტანსაცმელი გამოიკვლია და მეორე ექსპერტი, რომელმაც დანებთან დაკავშირებით დადო დასკვნა. ვერც ერთმა კონკრეტულად ვერ დაასახელა საქმეში არსებული დანების ზუსტი გამოყენება, მითუმეტეს, რომელ ჭრილობაზე რომელი დანა იყო გამოყენებული. არც ადასტურებენ და არც გამორიცხავენ. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია ამ დანებით იყო მიყენებული ჭრილობები ან მსგავსი პერიფერიების მქონე სხვა იარაღით. ექსპერტმა თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა, რომ დაედგინა თუ რომელ ჭრილობაზე რომელი იარაღი იყო გამოყენებული“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე განცხადებით, გამოძიებაზე ზეწოლა ხორციელდება.

„საქმეს ისე ხლართავენ, როგორც თვითონ უნდათ. პროკურატურამ რომ წარმოადგინა 2 ბრალდებული და ამათ უნდა მიესაჯოთო, ეს მოცემულობა მიჰყავთ ბოლომდე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

იტვირთბა....