ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე: „ჩემთვის სასიკვდილო ჭრილობაა ის 12-ვე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული“

„სასიკვდილო ჭრილობაზე არაა დაკონკრეტებული, რომელი იარაღია გამოყენებული. ჩემთვის სასიკვდილო ჭრილობაა ის 12-ვე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული.“- განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ.

მისი განცხადებით, ექსპერტიზამ ვერ დააკონკრეტა, რომელი იარაღით რომელი ჭრილობაა მიყენებული და ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ, ის პოზიციას არ იცვლის.

“დეტალურად გავეცანით ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ სამწუხაროდ, რა პოზიციაც გვქონდა, იგივე პოზიციას ვინარჩუნებ, რადგან გაურკვეველია რომელი იარაღით, რომელი ჭრილობაა მიყენებული. სასიკვდილო ჭრილობაზე არაა დაკონკრეტებული, რომელი იარაღია გამოყენებული. ჩემთვის სასიკვდილო ჭრილობაა ის 12-ვე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული. მაგრამ არის კიდევ სამართლებრივი ფორმა, რომელიც ადგენს, რომელი ჭრილობით გარდაიცვალა ჩემი შვილი. ამასთანაც მაქვს კითხვა, რაც ჩემთვის ასევე მთავარია: დავუშვათ არ არსებობს ამჟამად დადგენილი სასიკვდილო ჭრილობა სხვა ჭრილობა იქნებოდა თუ არა მომაკვდინებელი?!” – განაცხადა დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ.

იტვირთბა....