გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 – 29 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 24, +29 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 28 – 29 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 26 – 29 აპრილს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.