ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო, საქართველოს პრემიერმინისტრმა მის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ქალბატონმა დალიმ ჩვენს ქვეყანას დაუტოვა გერმანული ლიტერატურის შედევრების თარგმანები, რომლებიც ქართული მთარგმნელობითი სკოლის შესანიშნავი ნიმუშებია.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დალი ფანჯიკიძის ოჯახსა და ახლობლებს” – წერია გიორგი კვირკაშვილის განცხადებაში.
დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც გამოთქვამს.
ცნობილი ქართველი მთარგმნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დალი ფანჯიკიძე 25 აპრილს 81 წლისა გარდაიცვალა.