ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ტრამპი: “აშშ და მისი შესანიშნავი ხალხი უნდა ამაყობდეს იმით, რაც ამჟამად კორეაში ხდება”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამიტს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

“კორეის ომი მთავრდება. აშშ და მისი შესანიშნავი ხალხი ძალიან უნდა ამაყობდეს იმით, რაც ამჟამად კორეაში ხდება. სარაკეტო და ბირთვული გამოცდების გაშმაგებული წლის შემდეგ, ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის ისტორიული შეხვედრა მიმდინარეობს” – წერს პრეზიდენტი.

ისტორიული შეხვედრა დემილიტარიზებულ ზონაში მიმდინარეობს. ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებასა და კორეის ომის ფორმალურ დასრულებაზე შეთანხმდნენ. ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება.

იტვირთბა....