ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქართული მხარე ისრაელს სამძიმარს უცხადებს

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

“​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში (Nahal Tsafit), მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ისრაელის ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს,”- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში, უამინდობასა და წყალდიდობას მსხვერპლი გუშინ მოჰყვა.  25 ახალგაზრდა ჯარისთვის ემზადებოდა და სპორტული მომზადებისთვის, ლაშქრობა გადაწყვიტეს. კურსანტებმა მოსალოდნელი უამინდობა არ გაითვალისწინეს და გადაუღებელმა წვიმამ მსხვერპლი გამოიწვია.

იტვირთბა....