ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოგი წულაია: “ვინმეს უთხრა ივანიშვილმა სად იყო წასული რომ მოტრიალდა? ჩერჩეტობს და არის”

“ქართული ოცნება” დალპა, იშლება მარტივ მამრავლებად. ქიმიაში იყო ბერთოლეს მარილი, რომელიც მარტივად იშლებოდა. “ოცნება” ამ მარილივით იშლება. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ზეკაცია მივა ახლა და სიტუაციას დაალაგებს, – ასე ეხმაურება პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას.

“”ქართული ოცნება” დალპა, იშლება მარტივ მამრავლებად. ქიმიაში იყო ბერთოლეს მარილი, რომელიც მარტივად იშლებოდა. “ოცნება” ამ მარილივით იშლება. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ზეკაცია მივა ახლა და სიტუაციას დაალაგებს. 2020-ში კონსტიტუციური უმრავლესობის ვადა რომ გავა, შეცვლის წელთაღრიცხვას და გვექნება ორი აღდგომა.

26 მაისი იქნება სულ აღდგომის დღე. ბიძინა იქნება სიკვიდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი, თავის ჭკუით ასე იქნება. ჩემთან იყო წასული, მაგ ჩემისა რომ მოტრიალდა? ვინმეს უთხრა სად იყო წასული? ჩერჩეტობს და არის”, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტი ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეს და ყოფილი პრემიერიც თანახმაა.

იტვირთბა....