ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას”

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას.

ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობას.

“აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან ერთად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და მექანიზმები, რათა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები, ასევე სხვა ასეთი მრავალი შემთხვევა დაუსჯელი არ დარჩეს. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიამ ასევე ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებზე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ქალთა მიმართ ძალადობის და თანასწორობის საკითხებზე, შრომის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე.

იტვირთბა....