ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგი წულაია: “სიგარეტს რომ კრძალავ და ფილტვებზე ფიქრობ, კუჭზეც იზრუნე მშიერი რომაა ადამიანი”

ქორწილში ვინმე შევა ახლა და მთვრალ ხალხს დაუწუყებს, არ მოწიო თორემ დაგაჯარიმებთო?, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში გოგი წულაია 1 მაისიდან სიგარეტის მოწევის შეზღუდვის კანონის ამოქმედებას.

“1 მაისიდან თავიდან ეცდებიან, რომ სიგარეტის მოწევა გააკონტროლონ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის მკვდრადშობილი კანონი. დანაგვიანებაზეც მიიღეს კანონი, მაგრამ არ მგონია, სრულდებოდეს. ქორწილში ვინმე შევა ახლა და მთვრალ ხალხს დაუწუყებს, არ მოწიო თორემ დაგაჯარიმებთო? შე კაი დედმამიშვილო, ჩემს ფილტვებზე რომ ზრუნავ, კუჭზე ზრუნვაც დაიწყე, მშიერი რომაა ადამიანი და მარტო პური აქვს ნაჭამი”, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა (ასევე, ელექტროსიგარეტის) იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში.

იტვირთბა....