ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინაშვილი: “შეაჩერეთ დავით ქაცარავა, სანამ ახალ ომში არ გახვევს საქართველოს”

პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას” აქტივობებს ეხმაურება და წერს, რომ ქაცარავა ე.წ. საოკუპაციო სპექტაკლებს დგამს.

“ბატონი დავით ქაცარავა, რომელიც დაკავებულია ე.წ. საოკუპაციო სპექტაკლების დადგმით, ყველაზე ეფექტურად აკეთებს რუსულ საქმეს. პირდაპირ ვამბობ: მსგავსი ტიპის პროვოკაციებით (ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეები) წყალს სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ. სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს აქვთ ვალდებულება,- შეაჩერონ ეს პროვოკაციული კამპანია, ვიდრე ბატონი ქაცარავა ახალ ომში არ გახვევს საქართველოს”, – წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....