გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, წყნეთის ხევის, იმედაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, აბაშიძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე მესხის, ვეძინის, ჩაბალის, თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და გიგაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, გამრეკელის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ჭილაძის, კანდელაკის და ონიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ანდრონიკაშვილის, სარაჯიშვილის და წერეთელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უფლისციხის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ლარეხის და ქვალონის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის, ღრმაღელეს, მექანიზაციის, გვაზაურის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, თმოგვის და კნოლევის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ფანასკერტელ-ციციშვილის (სამგორი) ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შორაპნის II ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 09:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის, ტაბახმელას და წავკისის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, გორგასლის (ნაწილობრივ) და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის, ოქრომჭედლების, ვერცხლის, ყავლაშვილის, ალექსანდრე დიუმას და ავლევის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ – აცხადებენ კომპანიაში.