BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ჩავიდა და ქვეყნის ლიდერს შეხვდა. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მშვიდობის სახლში გაიმართა. კიმ ჩენ ინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან კარგ და მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.