ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: “ივანიშვილის ხელმძღვანელობა პარტიისთვის და ქვეყნისთვის პოზიტივის მომტანი იქნება”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხად, რომ პარტიის  გადარჩენაზე საუბარი არაა, აქ არის ახლა საუბარი ახალ პოზიტიურ იმპულსზე, რომელიც გააძლიერებს მმართველ პარტიას ბატონი ბიძინას ჩართულობით და ხელმძღვანელობით.

მამუკა მდინარაძე პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ექსპრემიერის მიერ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა პარტიისთვის და ასევე ქვეყნისთვის პოზიტივის მომტანი იქნება.

„არჩევნებიდან არჩევნებამდე ქართული ოცნება ძლიერდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის, კიდევ უფრო სწორი მენეჯმენტისთვის და ამისთვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი ავტორიტეტი, რესურსი გამოიყენოს მის მიერ დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისთვის, ამიტომ ის ადამიანი დაეთანხმა ჩვენს და პრემიერის შეთავაზებას, რაც სასიხარულოა. საუბარია აქ პარტიის ხელმძღვანელობაზე და ბატონი ბიძინას დაბრუნებაზე პარტიის ხელძღავენლად და ეც ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებას არ შეეხება. ბატონი ბიძინა ბრუნდება პარტიის ხელმძღვანელად, რაც პოზიტიურად გამოადგება პარტიას და ქვეყანას, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....