ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქანთარია: პარტიის სხდომას არ უნდა დავსწრებოდი

დეპუტატი ნუკრი ქანთარია “მეტრონომთან” აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” შეხვედრას ის არც უნდა დასწრებოდა, რადგანაც ეს არის ბიუროს შეხვედრა, სადაც მხოლოდ ბიუროს წევრები იყვნენ მიწვეულები. ქანთარია ამბობს, რომ ეს უფრო პარტიის ხელმძღვანელობის შეხვედრაა ვიდრე წევრები, ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ მას შეხვედრაზე არ დაუძახეს.

მისი თქმით, ამ სხდომაზე ძირითადად საუბარი საპარლამენტო საკითხებს შეეხება და აქ საპრეზიდენჯტო კანდიდატზე საუბრი არ იქნება. ქანთარია ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება პარტიის პოლიტსაბჭოს საქმეა.

“ეს არის ძირითადად პარტიის ბიუროს სხდომა, სადაც ძირითადად პარტიის ხელმძღვანელობა დაესწრება. მე არც უნდა ვსწრებოდი, რადგანაც ბიურის წევრი არ ვარ. აქ საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატს არ შეეხება, მისი დასახელება პოლიტსაბჭოს პრეროგტივაა. აქ ალბათ ძირითადად პარლამენტის საქმიანობაზე ისაუბრებენ”,-განაცხადა ქანთარიამ “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას მხოლოდ სპიკერატი, ფრაქციის თავმჯდომარეები და კომიტეტის ხელმძღვანელები ესწრებიან. მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრას 116 კაციანი უმრავლესობიდან, საერთო ჯანში მხოლოდ 28 კაცი ესწრება,  როგორც თავად დეპუტატებმა განაცხადეს შეხვედრაზე არ იქნებიან ე.წ. ძველები: გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე, შოთა შალელაშვილი, ზაზა პაპუაშვილი. ესენი უმრავლესობის ის წევრები არიან, რომლებიც ე.წ. ახლების მიმართ მწვავე განცხადებები გამოირჩევიან.

რა გახდა მმართველი გუნდის მხოლოდ მცირე ნაწილის შეკრების მიზეზი და ვინ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. ძველების შეხვედრაზე არ მიწვევის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....