ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტში მარგველაშვილის გამოსვლას მთავრობა დაესწრება

პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას 2 მაისს საქართველოს მთავრობა დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტის მოხსენებას, სავარაუდოდ, დაესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.

იტვირთბა....