დღეს 22:45 წუთზე უეფას “ჩემპიონთა ლიგის” ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. გერმანიაში ერთმანეთს მიუნხენის “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.
დღევანდელ შეხვედრაში მიუნხენელებს ნოიერი, კომანი და ვიდალი დააკლდება, ხოლო “რეალს” ნაჩო მონრეალი.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა; ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა; ხამესი, მიულერი, რიბერი; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
“რეალი” (4-4-2): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო; ბენზემა, რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
ეს გუნდები აქამდე 25-ჯერ შეხვდნენ. ამაზე მეტი ურთიერთშეხვედრა სხვა გუნდებს არ აქვთ. 25 მატჩიდან 11 გერმანელებმა მოიგეს, 11 ესპანელებმა, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დამთვრდა.