ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარაპეტიანის გადადგომას მისი პრესსამსახური უარყოფს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი არ გადამდგარა, გავრცელებული ინფორმაცია პრემიერის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით კარაპეტიანის პრესსამსახურმა უარყო.

“კარაპეტიანის გადადგომასთან დაკავშირებით ჭორები დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება”-ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარაპეტიანმა თანამდებობა დატოვა.

 

იტვირთბა....