ჯერჯერობით უმრავლესობის შეხვედრა არ არის ჩანიშნული. იმედია, ამ დღეებში ცვლილებები იქნება. პროცესი გაიწელა და ვფიქრობ, ეს ტექნიკური მიზეზით მოხდა, – განუცხადა “მეტრონომს” უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
“ჯერჯერობით უმრავლესობის შეხვედრა არ არის ჩანიშნული. იმედია, ამ დღეებში ცვლილებები იქნება. პროცესი გაიწელა და ვფიქრობ, ეს ტექნიკური მიზეზით მოხდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრობლემას თვალი დაუხუჭოს და ეს თავისით გაქრება, არმგონია, რომ ასე გულუბრყვილოდ ვინმე აზროვნებდეს. გამოჩნდება ეს ყოველივე უახლოეს დღეებში”, – აცხადებს ქანთარია.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობაში დაპირისპირებაა. ერთმანეთს ე.წ. ახალგაზრდული ფრთა და “ოცნების” ძველი სახეები უპირისპირდებიან.