ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

10 წლის ქუთაისელი მოსწავლე პარიზში, გამოფენაზე მიიწვიეს

ქუთაისელი 10 წლის გოგონა, თამარ ნოზაძე პარიზში გამოფენაზე მიიწვიეს. ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაციის თქმით, თამარ ნოზაძე Club De Chance ორგანიზაციის პროექტის  “Draw Me Peace” გამარჯვებულია. ინფორმაციას Georgiatoday ავრცელებს.

თამარ ნოზაძის ნახატები 2018 წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დასახელდა, ხოლო მისი ნახატი “მსოფლიო ომის გარეშე” პარიზში გამოფენაზე მიიწვიეს,

გამოფენა ამ წლის მაისში გაიმართება.

10 წლის მოსწავლე ტანვარჯიშითაც არის დაკავებული. იცის სამი ენა: ინგლისური, რუსული და ფრანგული. ასევე უკრავს ვიოლინოზეც.

იტვირთბა....