ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ არ ვართ მონები, პუტინი მეფე არაა”: მოსკოვში გრანდიოზული აქცია იგეგმება

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ინაუგურაციამდე ალეკსეი ნავალნი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, აქციის მთავარი ლოზუნგი იქნება – „პუტინი ჩვენი მეფე არაა“.

აქციის ჩატარებაზე ოფიციალური უარი მან უკვე მიიღო, თუმცა რუსი ოპოზიციონერი და მისი მხარდამჭერები მოსკოვის ცენტრში გამოსვლას მაინც გეგმავენ. ნავალნის თქმით, მოსკოვის მერია უკანონოდ ეუბნება მათ უარს. “ცენტრი ეკუთვნის პუტინსა და „ედინაია რასიას“. რას ვიზამთ, ჩვენ ამაზე დათანხმება არ შეგვიძლია. ამიტომ ვმოქმედებთ კონსტიტუციის შესაბამისად. 5 მაისს 14:00 საათზე გამოვდივართ ტვერსკაიას ქუჩაზე. ჩვენ არ ვართ მონები“, – წერს ნავალნი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მესამე ინაუგურაცია მოსკოვში 7 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....