გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს უკიდია. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი და გარდაბნის ერთი ბრიგადა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
იტვირთბა....