ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით სარალიძის მამა სკანდალურ განცხადებას აკეთებს:” პორკურატურა დამემუქრა, რომ გავჩუმებულიყავი”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე  აცხადებს, რომ პროკურატურა მას აქტიურობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაემუქრა, რომ  ბრალდებულებს გაათავისუფლებდნენ. ეს განცხადება მან ტვ ობიექტივის გადაცემა ,,დღის სტუდიაში“ – ში გააკეთა.

სარალიძე ყვება, რომ სასამართლო განხილვების დაწყებამდე ხშირი კომუნიკაცია ქონდა პროკურატურასთან და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოკლა. თუმცა სარალიძე ამბობს, რომ ეს გამორიცხულია, რადგანაც გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მისი თქმით, ამ საუბარს მისი მამა დაადასტურებს, რომლიც შეხვედრას მასთან ერთად ესწრებოდა.

,,ვიდრე სასამართლო პროცესები დაიწყებოდა პროკურატურასთან ხშირად მქონდა კონტაქტი.თავიდან მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ჩემი შვილი ერთმა ადამიანმა მოკლა, რაც გამორიცხული იყო. ვეუბნებოდი, რომ ჩემს შვილს ორი ადამიანიც კი ვერ მოკლავდა, ისეთი მონაცემების ადამიანი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ან აკავებდნენ ჩემს შვილს ან სხვებიც ეჩხუბებოდნენ.

სამწუხაროდ ვერ მივიღე გამოძიების პასუხი ამაზე. თვითონ მითხრეს – თუ ბევრს ვიყვირებდი ამ ორის გამოშვებაც მოგვიწევს გარეთო. ამ საუბრის დადასტურება პირადად შეუძლია მამაჩემს, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ საქართველოში არ იმყოფება. ის ჩემს გვერდით იჯდა იმ დღეს და წყობიდან გამოიყვანეს ადამიანი. მითხრეს – თუ ბევრს იყვირებთ იმ ორსაც გამოვუშვებთ პატიმრობიდანო“,-განაცახდა ზაზა სარალიძემ.

რამდენიმე დღის წინ ზაზა სარალიძე თბილისის პროკურატურაში მივიდა და გამოძიების ობიექტურად წარმართვა და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. იგი თვლის, რომ პროკურორ მირზა სუბელიანის შვილი და ნათესავი პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული:

,,პროკურორი ფხაკაძე ამბობს რომ ჩემს მიმართ პიროვნული შეურაცხყოფა არ ყოფილა. რაც მოხდა ჩემი მასთან ვიზიტისას მის ოთახში, ეს იყო პიროვნული შეურაცხყოფა. ამას ასე არ დავტოვებ“ – განაცხადა სარალიძემ.

იტვირთბა....