“ქართული ოცნების” დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისასა განაცხადა, რომ თუ მას მიაჩნია უმრავლსობიდან გასვლა, აქადე გავიდოდა, ახლა კი უმრავლესობის სხდომას ელოდება.
ფოფხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის შემადგენლობაში მას ჰყავს ბევრი თანამოაზრე, თანამებრძოლი და მეგობარი და მნიშვნელოვანია შეთანხმდნენ წესებზე, რითაც უმრავლესობა იმ მთავარ პრინციპებს დაიცავს, რა პრინციპებიც მათ აერთიანებთ.
“მე უმრავლესობის სხდომას ველოდები. უმრავლესობის სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელი და ღია ვიქნებით. არ მგონია, რომ უმრავლესობის შეხვედრის წინ ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. ზედმეტი მსჯელობა, ვიდრე უმრავლესობა შეიკრიბება, ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი მიზანი ერთმანეთთან კინკლაობა არ არის. ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად ფუნდამენტურ პრმინციპებზე, რაც გვაერთიანებს. შევთანხმდეთ, როგორ დავიცვათ ეს პრინციპები, რაც გუნდს აძლიერებს. თუკი ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ გაწერილი პროცედურებით და წესებზე შევთანხმდებით, ეს გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.