ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

”ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი”: გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა აქციას მართავს (ვიდეო)

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ახლობლები სასამართლოსთან აქციას მართავენ

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Dienstag, 24. April 2018

“მეტრონომი”: აქციიდან

“ნუ მოკლავ – აღასრულე სამართალი”, – ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის მეგობრებთან ერთად აქციას მართავს.

ზაზა სარალიძე არასწორი მიმართულებით მიმდინარე გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას და ეჭვობს, რომ პროკურატურა რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს. ამიტომ სამართლიანობის აღდგენამდე აქციების გამართვას აანონსებს.

გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ დღეს ის და მისი შვილის მეგობრები გამართავენ აქციას ერთადერთი მოთხოვნით, რომ აღსრულდეს სამართალი. მისი თქმით, დღეს გამართულ პროცესზე კიდევ ერთ უსამართლობას წააწყდა, როდესაც სასამართლოზე დაკითხულმა მოწმემ განაცხადა, რომ მან შემთხვევის ადგილას დაინახა  იქვე მანქანაში მჯდომმა ადამიანმა როგორ მიატოვა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სარალიძე ამბობს, რომ ეს ადამიანი პასუხისგებაში არ არის მიცემული.

“მსგავსი ცდომილებები გამოძიებაში ძალიან ბევრია. მოწმემ პირდაპირ დაასახელა, რომ შემთხვევის ადგილას დაინახა ავტომობილში მჯდომმა ადამიანმა დაჭრილი მოზარდები როგორ მიატოვა, თუმცა ამაზე პოლიციას რეგირება არ მოუხდენია. საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებია მიცემული და ვთვლი, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით არის ჩატარებული. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამართლიანობა აღსდგეს. აქციებს მანამდე გავაგრძელებთ, სანამ სამართლიანობა არ აღსდგება”,-განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავტორი: ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....