ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი და კიდევ ერთი პირი, თავისუფლები არიან

სოფელ ქერედან ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი თავისუფალია და საქათველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მისირელი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება და სამართალდამცველებს მისი დაკავების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

მისირელთან ერთად, გათავისუფლებულია კიდევ ერთი მოქალაქე, გორის მკვიდრი 31 წლის სოსო დვალიშვილი. მისი დაკავების შესახებ მედიაში ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.ორივე დაკავებული ოკუპირებულ ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ, ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს

იტვირთბა....