ბათუმში ოთხი დღეა 15 წლის გოგოს ეძებენ. მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლე სახლიდან 20 აპრილს გავიდა, სკოლაში არ მისულა და მას შემდეგ ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გოგონას დედა მომხდარს მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა საეჭვო ჯგუფებში გაწევრიანებას უკავშირებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 21 აპრილიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც პოლიციაში განცხადება შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ის პირი ვისთან ერთადაც არასრუწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.