ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

სარგსიანი: “ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო და მე შევცდი”

სომხეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის ხალხის მოთხოვნას ასრულებს.

„შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას”, – ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

სომხეთში აქციები 13 აპრილს დაიწყო და ისინი პრემიერის სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდნენ.

იტვირთბა....