სააგენტო “რიას” ცნობით, სომეხი ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც ერევანში საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოუშვეს.
მასთან ერთად გაათავისუფლეს დეპუტატი არარატ მირზოიანი.
მიტინგი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. გავრცელებული კადრების მიხედვით, სამხედრო ფორმიან ადამიანთა ჯგუფი აქციის მონაწილეებს შეურთდა.
შეგახსენებთ, რომ აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ. გავრცელებული ცნობით, ერევანში ჯამში, აქციის 300-მდე მონაწილეა დაკავებული.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.