ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: სამხედროების მიმართ ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუფი უკანონოდ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა. უწყების ცნობით, ამის გამო მათ წინააღმდეგ კანონის გათვალისწინებით, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ქმედება სამხედრო ნაწილის შინაგანაწესის დარღვევაა.

სომხეთში, რადიკალური ოპოზიცია 13 აპრილიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. დღეს გამოსვლებს ჯარისკაცებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ.

იტვირთბა....