ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსის ხიდიდან გადავარდნის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ჩინური ტელეარხი CGTN ავრცელებს.
მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევას ჩინელი ტურისტები ემსხვერპლნენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ შემთხვევის დეტალებს აზუსტებენ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები.