ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ 860 ღერი სავალდებულო აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული სიგარეტი KING აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონელი საქართველოს მოქალაქეების გ.მ-სა და დ.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14-ე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას ათასი (1000) ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. ამასთან, შედგა ადმინისტრიულ სამართალდარღვევათა ოქმი 155 ² პირველი ნაწილის შესაბამისად.