რუსთავი-თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად, მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.