ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ნიკა გვარამია: “ევროპულ საქართველოს” მხოლოდ ის ადარდებს, რომ “რუსთავი 2″ მათი არაა”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “ტაბულასა” და “ევროპული საქართველოს” შესახებ სტატუსს წერს და აცხადებს, “ევროპულ საქართველოს” სურს “რუსთავი 2”-ის მთავარი საეთერო დრო ექსკლუზიურად მათი იყოს.

“ყველაზე საინტერესო და კომიკური მაინც ისაა,

-ჟურნალად ვერშემდგარი,

-ტელევიზიად ვერშემდგარი და

-ინტერნეტსააგენტოდ ჩამოლაბორანტებული

პარტიული პრესცენტრი “ტაბულა” და მისი ჟურნალისტები, ლამის ცნობიერების გაორება რომ დაეწყოთ იმის გარკვევაში, პოლიტიკაში არიან თუ ჟურნალისტიკაში, “რუსთავი 2”-ის პარტიულ რუპორობაზე რომ ყრანტალებენ, მისი დამფინანსებელი პარტიის სინქრონში.

სინამდვილეში, “ევსაქებს” ხომ მხოლოდ ის ადარდებთ, რომ “რუსთავი 2″ მათი არაა ექსკლუზიურად. თორემ ჩვენსავით სრულად და პოზიტიურად მათ არავინ არ აშუქებს საერთოდ. უბრალოდ, მთავარი წუხილი ისაა, მათ რატომ არ ვეძღვნებით სრულად და რატომ ვაარსებებთ ნიუსსტრიმში მიშა სააკაშვილს. ამაზე ღვრიან დუჟს, ვერ მიეჩვიენ რიგითები რომ არიან და მათზე მნიშვნელოვანიც ხდება რამე. ტაბულა უნდათ მოკლედ რ2ისგან და ამოყირავდნენ დარდით, რომ თამარ ბაღაშვილისგან სალომე უგულავა ვერ გააკეთეს”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....