გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს 23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გამრეკელის, ბახტრიონის, საბურთალოს, ცინცაძის და კუტუზოვის (ნაწილობრივ) ქუჩებს, 10:00-დან 17:00 საათამდე – იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, დოლიძის, ბზვანელის, ქარელის, ბაკურიანის, ჩიქოვანის, ჭიათურის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე – ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძისა და იოსელიანის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლებს, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონს (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონს, გურამიშვილის გამზირს, ბჟოლეთს, ვაზიანს, ჟველაურს, დვირს, ედისს, გოგაშენს, კვერნაულს, არალეთს, ზვარეთს და ხევძმარს; 10:00-დან 14:00 საათამდე – ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიას და გორდის ქუჩებს.
სამგორის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, პეტრიწის (ორხევი), სააკაძის (ორხევი), კოსტავას (ორხევი), ესენინის და ფიროსმანის ქუჩებს; 13:30-დან 17:00 საათამდე – ვარკეთილის III მასივის V კვარტალს, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებს.
გარდა ამისა, ჩუღურეთის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თეთნულდის, როსტოვის, კიკვიძის, მიჩურინის, ნორიოს აღმართისა და ქინქლაძის ქუჩებს; 12:00-დან 13:00 საათამდე – აფხაზეთის, სარკინეთის, აგარის, აჭარის, ზაზიშვილისა და მარუაშვილის ქუჩებს; 13:00-დან 14:00 საათამდე – ზაქრაძის, მეუნარგიასა და ქურდიანის ქუჩებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრონოერგიის მიწოდება შეეზღუდება გლდანის მასივის I, IV, VI მიკრორაიონებს.
ვაკის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთს, ილია ჭავჭავაძის გამზირს, ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ქობულეთის, მცხეთისა და შროშის ქუჩებს.
დიდუბის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკისა და აგლაძის ქუჩებს.
კრწანისის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ოქროყანის დასახლებას და ორთაჭალის ქუჩას.
მთაწმინდის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო კი, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება სანაპიროს ქუჩას შეუწყდება.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.