ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირმა სომხეთის ხელისუფლებას აქციის მსვლელობისას დაკავებულების გათავისუფლება მოსთხოვა

ევროკავშირმა სომხეთის ხელისუფლებას ერევანში აქციის მსველობისას დაკავებულების გათავისუფლება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv აქვეყნებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეებს შეკრების კანონიერი უფლება აქვთ და ამ უფლების რეალიზებისთვის ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.

„ყველა, ვინც დააკავეს მათი კანონიერი უფლების რეალიზაციის დროს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება ყველასთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქციები ერევანში გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციის განყოფილებასთან დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ.

იტვირთბა....