ერევანში საპროტესტო აქციის დროს დაშავებული 7 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv აქვეყენებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
სამინისტროს თანახმად, ჰოსპიტალიზაცია 10 ადამიანს დასჭირდა. მათაგნ 7 კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, სამი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ აქცია ერევანში მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
აქცია მოგვიანებით პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპიერბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ხმოვანი ყუმბარა გამოიყენეს. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 192 ადამიანი. მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ფაშინიანი და ორი ოპოზიციონერი დეპუტატი.
წყარო: 1tv