აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მედიის საქმეებში, ისევე, როგორც სასამართლოსა და საკუთრების საკითხებში ჩარევა არის თემები, რომლებიც არ დაიმალება და აისახება იმიჯზე, ქვეყნის პერსპექტივასა და განვითარებაზე.
“ძალიან სერიოზული თემა არის “რუსთავი 2”-ის შიდა თემა და ახლა ხელების დაბანა, რომ თითქოს ეს არის რაღაც შიდა საქმე და ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ამის არავის არ ჯერა შესაბამისად, როდესაც ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, აუცილებლად დაგვხვდება წინ. ეს არა მარტო იმიჯზე მოქმედებს, არამედ მოქმედებს ზოგადად ქვეყნის პერსპექტივაზე, მის განვითარებაზე იმიტომ, რომ არ შეიძლება ვერეოდეთ სასამართლოს საქმეებში, არ შეიძლება ვერეოდეთ მედიის საქმეებში, არ შეიძლება ვერეოდეთ საკუთრების საკითხებში უხეშად. ეს არ არის თემები, რომელიც დაიმალება, ეს არ დაიმალება,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებაზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია მედიის სფეროში არსებული გამოწვევები, ისევე, როგორც მედიაპლურალიზმის პრობლემა.